მთავარისიახლეებისაზოგადოება22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ინტერპოლმა რუსეთში დააკავა

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ინტერპოლმა რუსეთში დააკავა

Published on

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა და ამჟამად საექსტრადიციო ღონისძიებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. 

თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემით მოკლეს. დანაშაული ორთაჭალაში მოხდა. მთივლიშვილის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია სამი პირი – ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე. მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. იგივე ბრალდება აქვს ძებნილ ალი გუსეინოვს, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულია გიორგი პაპაშვილი. გუსეინოვი და  პაპაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და ქვეყნის დატოვება შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...