მთავარიUncategorizedრუსების მიერ დაბომბილ კრივი რიჰში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 9...

რუსების მიერ დაბომბილ კრივი რიჰში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია

Published on

რუსების მიერ დაბომბილ კრივი რიჰში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. 3 აპრილს დღისით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ღამით კი დრონებით შეუტიეს. აგრესორების სამიზნე საცხოვრებელი ზონები და სათამაშო მოედნები იყო. კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.

“რუსებმა 19 ადამიანი მოკლეს, მათგან 9 ბავშვი. ამის პატიება შეუძლებელია! მარადიული მეხსიერება… ტერაქტების შედეგად დაშავდა 68 ადამიანი – სამი თვის ბავშვიდან მოხუცამდე. 40 ადამიანი ახლა საავადმყოფოშია (ორი ბავშვი 5 და 8 წლის დნეპრის საავადმყოფოში გადაიყვანეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში), ჩვენ საავადმყოფოებშია 17, მათ შორის 2 ბავშვი, ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან და ყველა საჭირო დახმარებას“, – განაცხადა ვილკულმა.

მისი თქმით, დაზიანდა 34 საცხოვრებელი კორპუსი, 6 სასწავლო დაწესებულება, მაღაზიები, ბიზნეს და ინფრასტრუქტურული ობიექტები, მანქანები, დაინგრა კერძო სახლი. ზარალი დიდია, ამიტომ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...