მთავარისიახლეებინიკა გვარამია წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო სხდომაზე დაიბარეს

ნიკა გვარამია წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო სხდომაზე დაიბარეს

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო სხდომაზე დაიბარეს. ინფორმაციას თავად გვარამია ავრცელებს.

მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ.

ბატონო ნიკა,

ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პატივისცემით,

საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი

ნინო ჭიპაშვილი”, – წერს ნიკა გვარამია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...