მთავარისიახლეებიოლიგარქის პარლამენტმა აშშ-ში მოქმედი, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი" FARA-ს კანონპროექტი დაამტკიცა

ოლიგარქის პარლამენტმა აშშ-ში მოქმედი, “სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი” FARA-ს კანონპროექტი დაამტკიცა

Published on

ოლიგარქის პარლამენტმა აშშ-ში მოქმედი, “სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი” FARA-ს კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცა. მომხრე ივანიშვილის 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

კანონის მიხედვით, ოლიგარქის პარტიის მიერ ინიცირებული FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

არალეგიტიმური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის “თავმჯდომარე”, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი, 355-ე სეკუნდა მუხლი:

“თუ ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. კონკრეტული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯარიმა იყოს არაუმეტეს 5 000 ლარით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. სხვა დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე, ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ“, – თქვა გორდულაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...