მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ მეშინია, ვიბრძვი! არავის მონა ვარ, თავისუფლებას ვირჩევ!-ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

არ მეშინია, ვიბრძვი! არავის მონა ვარ, თავისუფლებას ვირჩევ!-ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

Published on

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ “სამი საშინელი და ყოვლად მიუღებელი გრძნობა არსებობს ჩემთვის: შიში, გაქცევა და მონობა“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მონობა არასდროს გამოუცდია, სხვა ადამიანებზე დაკვირვებით მიხვდა, “რომ თუ მონობას თავისუფლებით არ ებრძვი, ხვალ უფრო დიდი მონა გახდები“.

სამი საშინელი და ყოვლად მიუღებელი გრძნობა არსებობს ჩემთვის: შიში, გაქცევა და მონობა. მიუხედავად იმისა, რომ მონობა არასდროს გამომიცდია, სხვა ადამიანებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ თუ მონობას თავისუფლებით არ ებრძვი, ხვალ უფრო დიდი მონა გახდები. ხვალ უფრო დიდ დავალებას მოგცემენ, რომელიც ყველანაირი ადამიანური მორალისგან არის დაცლილი.
ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნიდან პრობლემებს გაურბიან, ცდებიან. არსად დაგხვდებათ უპრობლემო გზები. ეს ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი და მინდა გითხრათ რომ როდესაც აქ დავრბუნდი, საყვარელი ადამიანების დანახვისას, ნაცნობ მიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ სუნთქვა შემეკრა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ამიტომ პრობლემებს არ უნდა გაექცე. ისინი უნდა მოაგვარო. წინააღმდეგ შემთხვევაში სადღაც დაიღლები და გაქცევასაც ვეღარ შეძლებ.
და შიში. შიში არის ყველაზე დამთრგუნველი გრძნობა, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გმართოს. ეს ყველაზე მანიპულაციური გრძნობაა.
ამიტომ არ მეშინია, ვიბრძვი! არავის მონა ვარ, თავისუფლებას ვირჩევ! და პრობლემებს არ გავურბივარ, ვცდილობ მათ მოგვარებას! თუ გინდა კმაყოფილი იყო, შენც ასე მოიქეცი. სხვა შემთხვევაში შენი ცხოვრება იქნება სტაბილური, როგორც ყველას. შესაბამისად უინტერესოც. ისწავლი, გაერთობი, ოჯახს შექმნი, ბავშვებს გაზრდი… და მერე რა?! როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავ, გექნება ისეთი რამ გაკეთებული რაც ძალიან ცოტას, ან საერთოდაც არავის გაუკეთებია? დაუსვი შენს თავს კითხვები და პასუხები ქმედებებში ეძებე.
P.S. ფონდების დაყადაღებას რაც შეეხება, როგორ უნდა იყო ამდენად ბოროტი ადამიანი, რომ ეგ გააკეთო?! პირადად მე არ მაქვს პრობლემა, თუ ვეღარ დამეხმარებიან, მაგრამ იმ ბავშვებს რას ერჩოდით?! ამხელა უსამართლობას თუ ვუძლებ აქ უხარისხობასაც გავუძლებ, მაგრამ თქვენ როგორ უძლებთ, ახლა ვიღაცად რომ მკურნალობა სჭირდება და ყველაზე დიდი იმედი გამქრალი აქვს?!
დიდი მადლობა Nanuka Zhorzholiani-ს ფონდს. ადრე თუ გვიან, ყველა თეთრს უკან დავუბრუნებ და უფრო მეტსაც!!!,- წერს ცხადაძე წერილში.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...