მთავარისიახლეებისაბერძნეთში ტრეფიკინგის ქსელის წამყვანი წევრი, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში ტრეფიკინგის ქსელის წამყვანი წევრი, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავეს

Published on

საბერძნეთში, სალამინაში ტრეფიკინგის ქსელის წამყვანი წევრი, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჩამორთმეული გემები, რომლებიც საბაჟო და საპორტო ორგანოების მიერ აუქციონზე იყო გატანილი, კონტრაბანდისტული ჯგუფის მიერ თურქეთიდან საბერძნეთში მიგრანტების გადასაყვანად გამოიყენებოდა. კრიმინალური ქსელის საქმიანობა სანაპირო დაცვის მიერ ეროვნულ დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით ერთთვიანმა გამოძიებამ გამოავლინა.

როგორც მედია აღნიშნავს, დაკავებული ქართველი 2018 წლიდან, მიგრანტებისა და ნარკომანიის საკითხებში, საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურების ეჭვმიტანილთა სიაშია შეყვანილი. ის სახლისა და ბიზნესის ჩხრეკის დროს დააკავეს და გამომძიებელ მოსამართლეს წარუდგინეს. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ასევე, იდენტიფიცირებულია თურქეთის მოქალაქე, რომელსაც ამავე საქმეზე ეძებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის თავის ქვეყანაში გაიქცა. მის მიმართ დაკავების ორდერია გაცემული და ძებნა მიმდინარეობს.

როგორც მედია წერს, დაკავებული ქართველისა და მისი უშუალო თანამზრახველების ქმედებები უკვე წელიწადზე მეტია გამოძიების საგანია, თუმცა საქმეში განვითარებული მოვლენები ბოლო 10 დღის განმავლობაში დაჩქარდა, მას შემდეგ რაც 74 უცხოელის უკანონოდ გადაყვანისთვის დოდეკანესში ადამიანებით მოვაჭრეების გემი და მისი 25 წლის თურქი კაპიტანი დააპატიმრეს.

გამოძიებამ აჩვენა, რომ სულ მცირე ოთხი ხომალდი, რომლებიც დაკავშირებული იყო ტრეფიკინგის რგოლთან, თავდაპირველად საბერძნეთის ხელისუფლებამ მეპატრონეებს ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა, თუმცა ისინი კვლავ ადამიანებით მოვაჭრეების საკუთრებაში გადავიდა. ხელისუფლების მრავალთვიანი გამოძიების შედეგად ადამიანებით ვაჭრობის რგოლების მიერ ნავების ხელახალი გამოყენების სულ მცირე ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.

სიახლეები

ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა – “ოცნების” მთავრობაში მას რევაზ სოხაძე ჩაანაცვლებს

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი...

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ -ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის...

“პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე – არავის ჰუმანურობა არ მჭირდება” -ჭიჭინაძე

"დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება. პირდაპირ განაცხადა,...

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. ფოტოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს....