მთავარისიახლეებიReuters- თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატიც დააკავა

Reuters- თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატიც დააკავა

Published on

თურქეთის ხელისუფლებამ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი, მეჰმედ ფეჰლივანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის, CHP-ის დეპუტატმა თურან ტასკინ ოზერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ სტამბოლის მერის ადვოკატი “შეთხზული მიზეზების გამო” დააპატიმრეს. თურქეთის პოლიციას დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ განუმარტავს.

ექრემ იმამოღლუმ ადვოკატის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორიზმის დახმარების ბრალდებებით, თუმცა 23 მარტს წინასწარი პატიმრობა მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო მიუსაჯეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უფლებამოსილება შეუჩერა. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, სტამბოლის საქალაქო საკრებულომ მერის პოსტზე კვლავ ოპოზიციონერი, CHP-ის წევრი ნური ასლანი აირჩია.

ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო მმართველი პარტიის წინააღმდეგ. დაკავებული აქციის მონაწილეების რაოდენობა ათასს აჭარბებს. საპოლიციო ძალები საპროტესტო აქციებს ძალადობრივი მეთოდებით შლიან. რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის განცხადებით პროტესტი კვლავ გაგრძელდება. ოზელმა მასშტაბური აქცია შაბათს, მალტეპეში დაანონსა, სადაც მისი თქმით, მოხდება საპრეზიდენტო კანდიდატად ექრემ იმამოღლუს წარდგენა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...