მთავარისიახლეებიოცნების საგარეო უწყებამ ავსტრიის საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეჟიმის გაკრიტიკების ფაქტი დამალა...

ოცნების საგარეო უწყებამ ავსტრიის საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეჟიმის გაკრიტიკების ფაქტი დამალა – ბოჭორიშვილი-რაიზინგერის შეხვედრა

Published on

ოლიგარქის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, ავსტრიის საგარეო სამინისტროსგან განსხვავებული შინაარსის განცხადება გაავრცელა. არალეგიტიმური მინისტრის უწყების განცხადებაში შეხვედრა მხოლოდ დადებით კონტექსტში არის განხილული და დამალულია ფაქტი, რომ ავსტრიელმა მინისტრმა “ოცნება” მკაცრად გააკრიტიკა რამდენიმე საკითხზე.

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს დახმარებას განვითარების პროგრამის ფარგლებში და თანხების გამოყოფას ამ მიმართულებით” – წერს ოლიგარქის უწყება.

განსხვავებული შინაარსის არის ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც წერია, რომ ავსტრიელმა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა “ოცნება” გააკრიტიკა:

“საუბრისას მინისტრმა ნათლად გაუსვა ხაზი, რომ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირებმა უნდა აგონ პასუხი. ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ ასევე შევაჩერეთ ევროპის მშვიდობის დაწესებულების პროექტის განხორციელება 2025 წელს.

სამწუხაროდ, საქართველომ განიცადა რეგრესი, პროგრესის მაგივრად, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უმეტესობას პროევროპული მომავალი სურს, რასაც ისინი ქუჩაში, ევროკავშირის დროშებით მარშებითა და აქციებით ადასტურებენ. კურსის ცვლილება სასწრაფოდ არის საჭირო” – წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...