მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა

Published on

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩვენმა პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება,” – წერს თურქეთის შს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

აქტივისტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამავდროულად, გრძელდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. სპეცრაზმი მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლის და აკავებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექრემ იმამოღლუს დროებითი ღონისძიების სახით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. თავად მერმა ამას “დაცინვა” უწოდა და ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. იმამოღლუს კორუფციის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გუშინ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 1 133 ადამიანი დააკავეს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...