მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ არჩევნები ისევ "ოცნების" მიერ იქნება დაორგანიზებული, ეს არჩევნებიც არ იქნება აღიარებული...

თუ არჩევნები ისევ “ოცნების” მიერ იქნება დაორგანიზებული, ეს არჩევნებიც არ იქნება აღიარებული – რასა იუკნევიჩიენე

Published on

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე “პირველებთან” ინტერვიუში ახალი არჩევნების აუცილებლლობაზე საუბრობს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ თუ არჩევნები ისევ “ოცნების” მიერ იქნება დაორგანიზებული, ეს არჩევნებიც არ იქნება აღიარებული, ისევე როგროც თავად “ოცნება”, მისი პარლამენტი და მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტი ყაველაშვილი არ არის აღიარებული ევროკავშირის წერვი ქვეყნების მიერ.

ერთპარტიული პარლამენტი პარლამენტი არაა. ეს პრეზიდენტი, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა აირჩია, აღიარებული პრეზიდენტი არაა – აცხადებს რასა იუკნევიჩიენე.

ქართველი ხალხი ჩვენი მეგობრები არიან. თქვენ ისევ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მოგანიჭეს არა ივანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. ასე, რომ სტატუსი მათი საკუთრება არაა. სანქციები რეჟიმის წინააღმდეგაა, რომელიც კანდიდატის სტატუსის შესაბამისად არ მოქმედებს. ევროკავშირის წევრი არაერთი სახელმწიფო ითხოვს ახალ არჩევნებს, საკითხავია როგორ. არაღიარება ერთ-ერთი იარაღია, რომ მომავალში ახალი არჩევნები დაორგანიზადეს. მაგრამ ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა, თუ არჩევნები ისევ იმ ადამიანების მიერ დაორგანიზდება, რომლებიც ყველა ევროპულ ღირებულებას და მოთხოვნას არჩევნებთან დაკავშირებით უგულებელყოფენ , ანუ ისევ “ქართული ოცნების” მიერ იქნება დაორგანიზებული, ეს არჩევნებიც არ იქნება აღიარებული. არაღიარების პოლიტიკა პირველ რიგში ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული. ერთპარტიული პარლამენტი პარლამენტი არაა. ეს პრეზიდენტი, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა აირჩია, აღიარებული პრეზიდენტი არაა. არ მინახავს, ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ლიდერი ამჟამინდელ ე.წ პრეზიდენტს შეხვედროდამ, ამ არაღიარებულ პრეზიდენტს. ახლა ყველაფერი “ქართულ ოცნებაზეა” დამოკკიდებული, რადგან კრიზისი ყოველდღიურად ღრმავდება და ამაზე პასუხისმგებელი თავად არიან”, – ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, გერმანიამ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია. დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...