მთავარისიახლეებისაზოგადოებალიდერ ქალთა საზოგადოების მე11 წარდგენის ცერემონია გაიმართა

ლიდერ ქალთა საზოგადოების მე11 წარდგენის ცერემონია გაიმართა

Published on

„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” გამორჩეული-მე-11 საქველმოქმედო ღონისძიება წარმატებით გამართა, რომელიც ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ.
ერთი მხრივ, ღონისძიება მიზნად ისახავდა რთულ ბრძოლაში მყოფი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი ემოციური და მენტალური მხარდაჭერის გამოხატვას. ონკოლოგიური პაციენტების, კერძოდ კი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის და ამ თემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.
მეორე მხრივ კი – ორგანიზაციის რიგებში ახალი, ღირსეული წევრების მიღებასა და საზოგადოების წინაშე წარდგენას.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება” აგრძელებს თავის მნიშვნელოვან მისიას – საქართველოში მოღვაწე წარმატებული ქალების წვლილის აღიარებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას.
ამ ღონისძიებაზე ორგანიზაციამ თავი მოუყარა ასობით გამორჩეულ ქალბატონს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით შთაგონებას სძენენ საზოგადოებას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე.
წლების განმავლობაში „ლიდერ ქალთა საზოგადოება” რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, სადაც წარმატებული ქალები ერთიანდებიან კეთილი საქმეების განსახორციელებლად და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დასამკვიდრებლად

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...