მთავარისიახლეებიევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს - ზურაბიშვილი

ევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს – ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული რუსული სტილის კანონებზე ევროპის მიერ საპასუხო ზომები უნდა იქნეს მიღებული. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები კარგად უნდა დააკვირდნენ იმ ფინანსურ სქემებსაც, რომლითაც რეჟიმი ფინანსდება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული კანონები, რომელიც ევროპის ყურადღების მიღამ დარჩა, ხელს აძლევს ოლიგარქებს, რომ ვითარება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ტემპი, რომლითაც რუსული სტილის კანონები მიიღეს, ეს მიდგომა უნდა იყოს შესწავლილი ევროპის მიერ და მათ უნდა შეიმუშაონ საპასუხო სტრატეგია. ამიტომ ლიეტუვის და ჩვენი ტრადიციული მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა კარგად უნდა დააკვირდეს იმ ფინანსურ სქემებს, რომელიც მხარს უჭერს ამ რეჟიმებს. მაგალითად, სანქციებისგან თავის არიდებას, მაგალითად, ე.წ. ოფშორების კანონი, რომელიც ევროპის ყურადღების მიღმა დარჩა. სინამდვილეში, ეს კანონები და ეს კანონი საქართველოს ნაცრისფერ ზონად აქცევს, რაც ხელს აძლევს ოლიგარქებს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ვითარება.

რაც შეეხება სანქციებს, იქნება ეს ეროვნული თუ კოლექტიური ევროპის მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ თუ სანქციები დაწესდება, ეს უნდა იყოს დიდი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი ეს უნდა ეფუძნებოდეს წინაპირობებს, მაგალითად, არჩევნების დანიშვნის საკითხს. ამის მშვიდობიანი ალტერნატივა არ არსებობს, თუ ჩვენ ამას ერთად ვერ მივაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სრულად რუსულ მოდელზე გადაეწყობა, – თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...