მთავარისიახლეებიევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს - ზურაბიშვილი

ევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს – ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული რუსული სტილის კანონებზე ევროპის მიერ საპასუხო ზომები უნდა იქნეს მიღებული. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები კარგად უნდა დააკვირდნენ იმ ფინანსურ სქემებსაც, რომლითაც რეჟიმი ფინანსდება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული კანონები, რომელიც ევროპის ყურადღების მიღამ დარჩა, ხელს აძლევს ოლიგარქებს, რომ ვითარება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ტემპი, რომლითაც რუსული სტილის კანონები მიიღეს, ეს მიდგომა უნდა იყოს შესწავლილი ევროპის მიერ და მათ უნდა შეიმუშაონ საპასუხო სტრატეგია. ამიტომ ლიეტუვის და ჩვენი ტრადიციული მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა კარგად უნდა დააკვირდეს იმ ფინანსურ სქემებს, რომელიც მხარს უჭერს ამ რეჟიმებს. მაგალითად, სანქციებისგან თავის არიდებას, მაგალითად, ე.წ. ოფშორების კანონი, რომელიც ევროპის ყურადღების მიღმა დარჩა. სინამდვილეში, ეს კანონები და ეს კანონი საქართველოს ნაცრისფერ ზონად აქცევს, რაც ხელს აძლევს ოლიგარქებს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ვითარება.

რაც შეეხება სანქციებს, იქნება ეს ეროვნული თუ კოლექტიური ევროპის მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ თუ სანქციები დაწესდება, ეს უნდა იყოს დიდი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი ეს უნდა ეფუძნებოდეს წინაპირობებს, მაგალითად, არჩევნების დანიშვნის საკითხს. ამის მშვიდობიანი ალტერნატივა არ არსებობს, თუ ჩვენ ამას ერთად ვერ მივაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სრულად რუსულ მოდელზე გადაეწყობა, – თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ

გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ. 2-კვირიანი ტრენინგები სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში გაიარეს - ინფორმაციას „ქართლის...

“ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” “საქართველოს უნივერსიტეტს” უჩივლა – ითხოვენ ქონების დაყადაღებას

"ტექნიკური უნივერსიტეტის" ხელმძღვანელმა, "საქართველოს უნივერსიტეტს" პროკურატურაში უჩივლა - დავით გურგენიძე გიორგი გვარაკიძის უწყებისგან ითხოვს,...

ექიმებმა, ფულის სანაცვლოდ, შშმ სტატუსის ყალბი მოწმობები დაამზადეს -დაკავებულია სამი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა...

რაიონულმა სასამართლომ ბალდის კანიონის 40 წლიანი იჯარით გადაცემა ძალაში დატოვა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი 40 წლით...