მთავარისიახლეებისაზოგადოებასაუდის არაბეთში აშშ-ს და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა იმართება

საუდის არაბეთში აშშ-ს და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა იმართება

Published on

ყურადღების ცენტრში ამ წუთებში საუდის არაბეთი და ქალაქი ერ რიადია, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდი იწყება. დღეს ერთმანეთს რუსეთის და ამერიკის დელეგაციები ხვდებიან. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა სრულად დახურული იქნება.

პუტინმა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებზე კარასინი და ბესედა გააგზავნა. ბესედა ის პირია, ვინც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს არწმუნებდა, რომ კიევის დამარცხებას რამდენიმე დღეში შეძლებდა. სწორედ ამის შემდეგ გაქრა ის გარკვეული დროით პოლიტიკური არენიდან.

ცნობილია, რომ გვიან ღამით შედგა ასევე შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის. მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ენერგეტიკოსები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

ამერიკელი მაღალჩინოსანი მაიკ უოლცი შეხვედრას მოლაპარაკებების პროცესს დადებითად აფასებს.

პროგრესი იქნება შემდეგი: გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ეს დაუყოვნებლივ ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ. ახლა ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადაადგილება და შავ ზღვაში ვაჭრობის დაწყება. შემდეგ ვისაუბრებთ კონტროლის ხაზზე, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივ წინა ხაზებს. ეს უკვე შედის ისეთი დეტალების განხილვაში, როგორიცაა ვერიფიკაციის მექანიზმები, მშვიდობის დაცვა, ხაზების გაყინვა იქ, სადაც ისინი არიან. და შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო ფართო და მუდმივი მშვიდობა, რაც იქნება ტერიტორიების, რაღაც ტიპის განხილვა მუდმივი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რაზეც უკრაინელები საუბრობდნენ ან საუბრობენ, როგორც უსაფრთხოების გარანტიები, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ უოლცმა.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...