მთავარისიახლეებისაზოგადოებანინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივლა

ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივლა

Published on

კლინიკა ვივა მედის დირექტორმა ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივლა. ის თემურ ქათამაძეს ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ნინო ნადირაძე „პირველებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბათუმელმა მედროშემ პალატაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი მტკიცებით, თემურ ქათამაძემ ფეხიც კი დაარტყა.

არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ წიხლიც ჩამარტყა. მეტს არაფერს გეტყვით, დღეს ჩემი დაბდადების დღეა, ნახვამდის. დანარჩენს სასამართლო იტყვის“,- თქვა ნადირაძემ.

აღნიშნულ ინციდენტზე დეტალურად საუბრობს ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მან წინა სასამართლო პროცესზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ კლინიკა ვივა მედი, საემიგრაციო სამსახურთან შეთანხმებით, მისი სიცოცხლის ხელყოფას ცდილობდა.

ქათამაძე წერილში ასევე ამბობს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობამ მას პროვოკაცია მოუწყო და განმარტავს, რომ შემთხვევის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.

იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.

მიგრაციის დეპარტმანეტის თანამშრომლების მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, – წერია ქათამაძის წერილში.

ქათამაძის ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ თემურმა ვინმეს სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქალბატონმა ნადირაძემ გამოიძახა პოლიცია, თითქოსდა, თემურმა დაარტყა ფეხი, ადამიანმა, რომელმაც 48 დღე იშიმშილა და გონება დაკარგა, მას ფეხს ვერ დაარტყამდა, ღონე არ ეყოფოდა. ოქმში წერია, რომ ფიზიკური კი არა, სიტყვეირი შეურაცხყოფა მიაყენა, – ამბობს მეგობარი, ნინა კაკულია

როგორც ირკვევა, ნადირაძემ გამოძახა საპატრულო პოლიცია, მისცა ჩვენება და ამ ჩვენების საფუძველზე, დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა, რომლის მოსამართლეც ლელა ცაგარეიშვილი იქნება.

უცნობია, სასამართლოში იქნება თუ არა თავად ნინო ქათამაძე, რადგან, მისი თქმით, დღეს მისი დაბადების დღეა. თუმცა, ცნობილია, რომ სხდომას დაესწრება თემურ ქათამაძე.

სიახლეები

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ -ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის...

“პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე – არავის ჰუმანურობა არ მჭირდება” -ჭიჭინაძე

"დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება. პირდაპირ განაცხადა,...

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. ფოტოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს....

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ ერთი თანამშრომელი გააფრთხილა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა...