მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

Published on

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს – გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კლინიკა “ვივა მედის” დირექტორმა ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივლა. ის თემურ ქათამაძეს ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა.

ნადირაძის მტკიცებით, ქათამაძემ “ფიზიკური შეურაცხყოფა” მიაყენა.
თემურ ქათამაძე დღეს ნინო ნადირაძისთვის, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ისე ფეხის მოქნევას უარყოფდა და ამბობდა, რომ მათ ინცინდენტი მკურნალობის მეთოდზე მოხდა.

პროცესზე გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ.

ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...