მთავარისიახლეებიჟორჟოლიანი: პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან, ბრალი წამიყენონ... ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში -...

ჟორჟოლიანი: პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან, ბრალი წამიყენონ… ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში – თანხას ყადაღა მოხსნათ

Published on

პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში – თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რისთვისაც შეიქმნა, – ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, მძიმე დიაგნოზის მქონე 11 ადამიანი, საიდანაც ოთხი ბავშვია, ახლა სასწრაფო დახმარებას და მკურნალობის დაწყებას საჭიროებს, თუმცა ბანკებში გაყინული ფულის გამო, ფონდები ოჯახებს ვერ ეხმარებიან.

ტელეწამყვანს ივანიშვილის რეჟიმისთვის შეთავაზება აქვს- მოიხსნას ყადაღა ანგარიშებზე და ეს ფული სრულად მოხმარდება გადაუდებელი პაციენტების მკურნალობის ანაზღუარებას.

პატიმრებისთვის თანხის ჩარიცხვის უფლება მე მქონდა ოფიციალურად, ასევე, მე როდესაც ვყიდულობდი აირწინაღს, მე ვიცავდი მათ ჯანმრთელობას. ლობიანებსაც უკანონოდ ვერ ჩამითვლიან, რადგან კვება წერია, ასევე შეიძლება თქვან, რომ საწვიმარი რა ქველმოქმედებაა, წვიმისგან იცავდი? შეიძლება აქ მედავონ. მათი ბრალი დაცლილია სამართლიანობისგან.

მივმართავ გენერალურ პროკურორს, გაბიტაშვილს, მე ვდებ საჯარო პირობას, რომ არცერთ ამ შინაარსში, ჩემი და თქვენი გადსახადიდან, პოლიტიკურ კონტექსტში, აქცია პოლიტიკური კონტექსტია, აბა რა არის, აღარ გადავრიცხავ არცერთ ლარს, 400 ათას ლარზე მეტი, რომელიც დამიყადაღეთ და ხვალ კიდევ იქნება ჩემი ფონდის ანგარიშზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, მხოლოდ იმ ადმიანებზ რომლებსაც შიათ, სწყურიათ, ელექტროენერგიას უჭრიან და რომლებიც ღია ცის ქვეშ რჩებიან. სხვა შინაარსი და სხვა კონტექსტი, ჩემ არცერთ თეთრის გადარიცხვას აღარ ექნება და გთხოვთ, მომხსნათ ყადაღა,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...