მთავარისიახლეებისაზოგადოება"საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის" - Freedom House-ი

“საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის” – Freedom House-ი

Published on

Freedom House-ი 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიც არის ნახსენები.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის.

“აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონის მოსახლეობის 65% ცხოვრობს საარჩევნო ავტოკრატიებში, როგორიცაა უნგრეთი, რუსეთი და სერბეთი. საქართველო სიას 2024 წელს შეუერთდა. ქვეყნებს შორის, რომლებმაც არჩევნები 2024 წელს ჩაატარეს და სადაც ეს არჩევნები მნიშვნელოვნად ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვიდრე 10 წლის წინ – კომორი, საქართველო და მოზამბიკი არიან.

ქვეყნებიდან ზოგიერთი, როგორიცაა სომხეთი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი და უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ არიან, ან ფიზიკური შემჭრით (უკრაინა), ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულებით (სომხეთი და ბელარუსია), ან საარჩევნო პროცესებში ჩარევით (საქართველო და რუმინეთი).

დემოკრატიზაციის პერიოდი სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებით 2013-დან 2017 წლამდე გაგრძელდა. ვითარებამ შეცვლა 2018 წელს დაიწყო, მაგრამ გაუარესება თანდათანობით, 2023 წლამდე იყო. 2024 წელს დემოკრატიის ქულები მკვეთრად დაეცა და საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად გადაიქცა. 2024 წლის საარჩევნო პროცესი გაყალბებისა და მასიური პროტესტის ბრალდებებით იყო, მთავრობამ პოლიტიკური ოპოზიცია კრიმინალურ ძალებად მოიხსენია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით დაემუქრა, მომიტინგეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დააპატიმრეს და დაადანაშაულეს, შემოიღეს ახალი კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”. გარდა ამისა, საქართველოში, მაგალითად, ეუთოს მისიამ მედიაში აშკარა პოლიტიკური მიკერძოება და მიუკერძოებელი გაშუქების სამართლებრივი მოთხოვნის უგულებელყოფა აღმოაჩინა.

საქართველოში, საარჩევნო დარღვევებმა და რუსეთის ჩარევამ საარჩევნო პროცესში ევროპარლამენტს აიძულა არჩევნების შედეგი არ ეღიარენიბათ”, – წერს Freedom House-ი.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...