მთავარისიახლეებისასამართლომ ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ბრალდება პატიმრობას. მოსამართლემ უძილაურის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ჭავშავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...