მთავარისიახლეებიარალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Published on

ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებას ქართული ოცნების 83-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავინ მისცა.

10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტში ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს.

ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში ცვლილება – მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში ცვლილებები.

17 მარტს ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატოს.

“ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვამკაცრებთ კანონმდებლობას. […] ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს, სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...