მთავარისიახლეებიფონდების დაყადაღება პროტესტის დასჯისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის კიდევ ერთი აგრესიული მცდელობაა-SJC

ფონდების დაყადაღება პროტესტის დასჯისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის კიდევ ერთი აგრესიული მცდელობაა-SJC

Published on

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” სხვადასხვა ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, გადაწყვეტილება გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და საბოლოოდ მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას.

“ჩვენი შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა, რომელიც ხელყოფს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცულობას და “ქართული ოცნების” მხრიდან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიულ მცდელობას წარმოადგენს”, – წერია განცხადებაში.

17 მარტს, ოლიგარქის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უწყების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს, „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-სა და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს. ფონდებმა ყადაღის შესახებ სამუშაო პროცესში გაიგეს და სასამართლოს განჩინებები ჯერ არ მიუღიათ. ამასთან, პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...