მთავარისიახლეებიმსოფლიოოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან კამათი უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი იყო - ტრამპი

ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან კამათი უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი იყო – ტრამპი

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათი იყო უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

“ჩვენ გვჭირდებოდა, რომ უკრაინა სწორად მოქცეულიყო. ეს არ იყო იოლი სიტუაცია. თქვენ ნახეთ პატარა სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი ახლა სწორად იქცევიან და ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სამშვიდობო შეთანხმება, მივიღოთ ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაც”, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ ომს უკრაინაში ეწირება ბევრი ადამიანია და ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა. მისივე თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია უკრაინის ჯარისთვის.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ის პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, თუმცა ოვალურ კაბინეტში მიმდინარე შეხვედრის დროს, რომელსაც მედიაც ესწრებოდა ორი ქვეყნის ლიდერმა რამდენჯერმე იკამათეს და ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი შეხვედრა, მინერალებზე შეთანხმება და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა. ამ შეხვედრის შემდეგ დასავლურმა, დემოკრატიულმა სამყარომ ტრამპი გააკრიტიკა, ხოლო რუსეთმა ის შეაქო.

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...