მთავარისიახლეებიარალეგიტიმურმა პარლამენტმა "სამშობლოს ღალატის" მუხლის დაბრუნების ინიციატივას II მოსმენით მხარი დაუჭირა

არალეგიტიმურმა პარლამენტმა “სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნების ინიციატივას II მოსმენით მხარი დაუჭირა

Published on

ოლიგარქის პარლამენტმა “სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნების ინიციატივას II მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეჟიმმა 17 თებერვალს მისი კანონმდებლობაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

არალეგიტიმური დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

“სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312- ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან/და 319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, 3071 მუხლზე მითითებით. მაგალითად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისას, პასუხისმგებლობა დადგება. კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 3071 მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი”, – წერია განმარტებით ბარათში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...