მთავარისიახლეებიე.წ. საზღვრის კვეთის საქმე - ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 12 წლითა და...

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე – ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

Published on

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის სურვილი ჰქონდა, თუმცა მას უარი უთხრეს, ადვოკატებისთვის მიზეზი უცნობია. მიხეილ სააკაშვილი პროცესს არც კლინიკა “ვივა მედიდან” დისტანციურად არ ჩაერთო.

მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ ივანიშვილის პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ 12 მარტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...