მთავარისიახლეებიაფგან სადიგოვის ცოლის თქმით, მის მეუღლეს სამედიცინო კვლევა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ...

აფგან სადიგოვის ცოლის თქმით, მის მეუღლეს სამედიცინო კვლევა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია

Published on

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტს სამედიცინო კვლევა და მკურნალობა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია.

როგორც სადიგოვა წერს, “ბიძინა ივანიშვილის უღირსი რეჟიმი ალიევის რეჟიმზე უარესია“.

ბიძინა ივანიშვილის უღირსი რეჟიმი ალიევის რეჟიმზე უარესია. ირაკლი კობახიძე, ეს არის შენი მიზანი? რატომ არის ავფგან სადიგოვი კვლავ ციხეში და ასეთ მდგომარეობაში? თუ ალიევის შემდეგ სცენარს ელოდებით? სასწრაფოდ შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური წესრიგი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ავფანი. რასაც თქვენ აკეთებთ, კანონს ეწინააღმდეგება და დანაშაულია“, – წერს სევინჩ სადიგოვა.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან საფიგოვმა შიმშილობა 161 დღის შემდეგ, 28 თებერვალს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება აუკრძალა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

სიახლეები

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...