მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილია მთავარი სამიზნე ივანიშვილის და მეტი არავინ - გიული ალასანია

სააკაშვილია მთავარი სამიზნე ივანიშვილის და მეტი არავინ – გიული ალასანია

Published on

სააკაშვილმა იმდენი გააკეთა ქვეყნისთვის, არავის რომ არ გაუკეთებია, ამიტომ ისჯება, – ასე აფასებს მესამე პრეზიდენტის დედა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გამოტანილ ვერდიქტს. გიული ალასანია პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის მთავარ სამიზნეს სწორედ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს.

აქ გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელმაც ისეთი გააკეთა საქართველოსთვის, იმდენი გააკეთა, არავის რომ არ გაუკეთებია არასდროს და ამიტომ ისჯება. მე ის მიკვირს, რომ ყველაფრის შემდეგ საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ მიხვდება, რომ ეს არის, სააკაშვილია მთავარი სამიზნე ივანიშვილის და მეტი არავინ. ერთი მხრივ არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის და არის ქვეყანა, რომელმაც აი, ეს გაუკეთა მას, – ამბობს გიული ალასანია.

ე.წ. საღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და ე.წ. პიჯაკების საქმის განაჩენს ზევიდან 4 წლით და 6 თვით სასჯელი დაუმატა. ჯამში, მესამე პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით განესაზაღვრა.

ვერდიქტის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. “მონა!” – ასე მიმართავდნენ სააკაშვილის მხარდამჭერები მოსამართლეს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....