მთავარისიახლეებისაზოგადოებატრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

Published on

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა. ვიზიტის შემდეგ ის ბრუნდება აშშ-ში, რათა ტრამპთან, შეხვედრის შედეგები განიხილოს.

„მე ველაპარაკე ჩემს კოლეგას, რომელიც იქ იმყოფება და ის ბრუნდება, რათა შევაფასოთ და განვიხილოთ ეს მოლაპარაკებები, პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს“ – განუცხადა Fox News-ს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა.

უოლცის თქმით, მოლაპარაკების დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი “ფრთხილი ოპტიმიზმით” უყურებს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივებს.

კონკრეტულად ვის შეხვდა უიტკოფი უცნობია, თუმცა იქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის კრემლში მოლაპარაკებებს პუტინთან გამართავდა.

შეგახსენებთ, 11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

პუტინმა ამაზე გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება ამ წინადადებას, მაგრამ არსებობს “ბევრი ნიუანსი”.

ამის შემდეგ, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა, სადაც აღნიშნა, რომ პუტინმა “ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ არის სრული”. ტრამპს იმედი აქვს, რომ “რუსეთი სწორად მოიქცევა”.

პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებით კი, პუტინის ეს განცხადება შეთანხმებაზე უარის თქმას ნიშნავს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...