მთავარისიახლეებისაზოგადოებათეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ

თეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ

Published on

თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს წერილობითი გაფრთხილება მაინც მისცა.რექტორის ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. იქამდე კი სტუდენტებსა და შალუტაშვილს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერი დაანონსდა, თუმცა “ოცნების” კულტურის სამინისტრომ გუშინვე განაცხადა , რომ შალუტაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, თემა დახურულია და სატელევიზიო დებატების საჭიროება აღარ არსებობს.

თეატრალურის სტუდენტები შეცვლილი გადაწყვეტილების მიუხედავად, პირდაპირ ეთერსა და საჯარო დებატებს რექტორთან მაინც ითხოვენ და დღეს, 22 საათისთვის ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. იქამდე კი სტუდენტებთან, რომლებიც უნივერსიტეტში უწყვეტ პროტესტს მართავდნენ, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...