მთავარისიახლეებისაზოგადოებაე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება

Published on

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს, 11 საათზე გამოცხადდება. მოლოდინი იყო, რომ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებდა.

მესამე პრეზიდენტმა კლინიკა “ვივა მედიდან” დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა და საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. მოსამართლე ჯინჯოლია სათათბიროდ გავიდა.

მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ ივანიშვილის პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ 12 მარტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...

რაგბის კლუბ “სოხუმის” სოლიდარობა სინდისის პატიმრებს

რაგბის კლუბ "სოხუმის" სოლიდარობა სინდისის პატიმრებს - ქართველმა მორაგბეებმა თამაშის შემდეგ უზარმაზარი პლაკატით გამოუცხადეს...

ფოთში ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ფოთში, რუხაძის ქუჩაზე ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი კორპუსის ბინას გაუჩნდა, საიდანაც...

ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში არაბიძე-გულიაშვილის კონცერტის ჩაშლას გეგმავენ

ქართველი ემიგრანტების აქტივობა ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი საესტრადო შესმსრულებლებისა თუ ჯგუფების კონცერტების ჩაშლაში იხარჯება...