მთავარისიახლეებითეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპის წარმომადგენელი ამ კვირაში მოსკოვს ეწვევა

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპის წარმომადგენელი ამ კვირაში მოსკოვს ეწვევა

Published on

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ამ კვირაში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებისთვის, მოსკოვში გაემგზავრება.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი რუს კოლეგას ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ “ჰყავთ ხალხი, რომელიც ახლა რუსეთში მიდის”.

პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ყველაფერი რუსეთის გადასაწყვეტია.

Guardian-ის ცნობით, მან ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გარკვეული დადებითი გზავნილები მიიღეს.

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, კიევი დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას მთელ ფრონტზე. საპასუხოდ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას უკრაინისთვის.

აშშ-ში აცხადებენ, რომ “ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა”.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...