მთავარისიახლეებისაზოგადოებაბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა - რუბიო

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა – რუბიო

Published on

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჯიდაში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის მშვიდობისთვის შემაფერხებელი”.

რუბიოს თქმით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა გადადგეს “პოზიტიური ნაბიჯი” დღევანდელ მოლაპარაკებებზე.

რუბიო ამბობს, რომ აშშ ახლა “წინადადებით რუსებთან მივა” და იმედოვნებს, რომ ისინი დათანხმდებიან.

ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...