მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება -...

პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება – ლაიენი

Published on

ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აუცილებელია უკრაინის სამხედრო მარაგებში არსებული ხარვეზების შევსება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ ეს მომენტი მხოლოდ უკრაინას არ ეხება – ეს ეხება მთელ ევროპას და მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო კომპლექსი ჩვენსას აჭარბებს. თუ რეალურად შევხედავთ სამხედრო ხარჯებს, კრემლი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი ევროპა ერთად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა.

„საფრთხეების სპექტრი დღითიდღე უფრო ფართოვდება. ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა და აბსოლუტურად მართალი იყავი. ამ კიდევ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპას სჭირდება წინსვლა და ეს არის იმ გეგმის მიზანი, რომელიც ლიდერებს გასულ კვირას წარვუდგინე. მისი ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვსურს გამოვიყვანოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი ფინანსური ბერკეტი, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ ჩვენი თავდაცვის წარმოება. REARM Europe-ის გეგმით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, დროა, ევროპამ ევროპული თავდაცვის კავშირი ააშენოს.

„დროა ავაშენოთ ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე ერთიანობითა და ძლიერებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...