მთავარისიახლეებისაზოგადოებაფინანსური პოლიცია ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის სახლებში შევიდა

ფინანსური პოლიცია ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის სახლებში შევიდა

Published on

გიორგი ჩიკვაძე ციხეში გადაჰყავთ, მის სახლში კი “პირველების” ინფორმაციით, ფინასური პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა. რას ეძებენ სამართდამცველები რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენის სახლში უცნობია. პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სახლშიც, მანამდე მისი ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზის დატოვებისთანავე დაიწყეს.

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს – გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო – როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული, ასევე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ.

 

ფოტო: ტვ პირველი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...