მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი შალუტაშვილი უნივერსიტეტთან მისულ კოლეგებს არ შეხვდა

გიორგი შალუტაშვილი უნივერსიტეტთან მისულ კოლეგებს არ შეხვდა

Published on

თეატრალურის რექტორი მიმალვაშია. გიორგი შალუტაშვილი და მისი ეთიკის კომისია არც სტუდენტებს და არც კოლეგებს შეხვდა. ევროპული მომავლის მცველი სტუდენტების უნივერისტეტიდან გარიცხვის შემდეგ მათთან სალაპარაკოდ დღეს სხვადსხვა უნივერსიტეტის ლექტორები მივიდნენ, თუმცა გიორგი შალუტაშვილმა 11 მარტი დასვენების დღედ გამოცხადა და კოლეგებს კარი არ გაუღო.

ვეცადეთ აკადემიური საზოგადოება, რომ დავლაპარაკებოდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვინც პასუხისმგებელია ამ პროცესებზე. დაცვამ გვითხრა, რომ მას არ შეუძლია უშუალოდ რექტორთან დაკავშირება და შესაბამისად, ის უკავშირდებოდა თავის უფროსობას და საბოლოოდ მივიღეთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამუშაო ტელეფონის ნომერი და პლიუს, რადგან დღეს არ არის სამუშაო დღე, ჩვენ გვითხრეს, რომ დღეს არავინაა უნივერსიტეტში, – ამბობს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექტორი.

კიდევ ერთი ლექტორი სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის პროცესს კომკავშირულ კრებებს ადარებს.

კომკავშირული კრებები ეწყობოდა ხოლმე ასე სტუდენტების გარიცხვით მოთხოვნით. აი, მემგონი, იმ ეპოქაში ვართ ახლა და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენ ყველანი ვთხრით გვირაბს ლონდონიდან პომპეიმდე. კულტურა არის ყოველთვის ქვეყნის გამოხატვის საშუალება, ქვეყნის სარკე. როდესაც ამას დაეძგერები, ეს უკვე ძალიან მკაფიო სურათია ვის მხარეზე ხარ და სად ხარ, – ამბობს ლექტორი.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები კი ლექციებზე დასწრების აზრს ვეღარ ხედავენ. ამბობენ, რომ ლექტორებისგან, რომლებიც ახლა დუმილის რეჟიმში არიან, ვერაფერს ისწავლიან.

როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ სწავლა, შევიდეთ იმ ლექტორებთან ლექციაზე და ველაპარაკოთ ხელოვნებაზე და თავისუფლებაზე, როდესაც პოლიციას როცა გამოვყავდით თეატრალური უნივერსიტეტიდან და სამჯერ პოლიცია იყო მოსული, ერთი ლექტორის გარდა, არავინ აქ არ იდგა. არ მესმის, საერთოდ, რაზე უნდა ვესაუბროთ ამ ლექტორებს, რა უნდა გვასწავლონ ამ ადამიანებმა, – ამბობს სტუდენტი.

სტუდენტების დამცველები დანებებას არ აპირებენ და თეტრალურთან მისვლას ხვალაც აანონსებენ.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...