მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ გამოაცხადა.

თანხის მითვისების ნაწილში, ბიზნესმენს, რომელმაც ქვეყანა დატოვა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბოლოოდ, კანონმდებლობის თანახმად, ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ფინანსისტს თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები” გამოიყენა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...