მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ დამაკავებენ - ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე

ხვალ დამაკავებენ – ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე

Published on

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე არ გამორიცხავს, რომ ხვალ დააკავონ – მან ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მოსამართლე იზა კელენჯერიძე ხვალ, 11:00 საათზე მის საქმეს განიხილავს.

ჩიკვაიძე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, მასზე სუს-ის თვალთვალის კადრებია.

„ხვალ დაგვაკავებენ, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება“, – ამბობს ის „პირველებთან“ ინტერვიუში.

მე და ჩემი საქმიანი პარტნიორი არც კი დავუკითხივართ, ისე წაგვიყენეს ბრალი. დღეს გავიგეთ, რომ ხვალ უეცრად ჩაინიშნა ჩვენი სასამართლო პროცესი, ერთი მიზეზით, რომ პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას, აღკვეთი ღონისძიება გირაო, შეგვიცვალონ პატიმრობით. რა თქმა უნდა, დამნაშავე ქალბატონი ამას დაუყოვნებლივ შეასრულებს, რადგან მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის კლანის მოსამართლე. მზად ვართ ამ დაკავებისთვის, არანაირ წინააღმდეგობას გავუწევთ. ხვალ დაგვაკავებენ, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. კმაყოფილი ვარ, რომ ამ სამ დღეში მოვახერხეთ და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ჩამოშლილია ეს რეჟიმი თავის სტრუქტურებიანდ. ვფიქრობ, ბევრმა მოვლენამ დააჩქარა ეს დაკავების პროცესი, რადგან ჩვენ იმ ადამიანების მხილებაც კი დავიწყეთ, ვინც დაგვდევდა“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

ბიზნესმენს ჯერ არ გადაუწყვეტია, მივა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, თუ სახლში დაელოდება საკუთარ დაკავებას.

რადგან ასეთი ცვლილება მოხდა და ხვალევე აპირებენ ჩვენს დაკავებას, ან მივალ სასამართლოში, ან სახლში დაველოდები, პრობლემა არ ექნებათ, როგორც კი განჩინებას დაიჭერენ ხელში“, – ამბობს ის.

ბიზნმესმენი მის მიმართდაუსრულებელი თვალთვალის ქრონიკებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ვინმე სერგო არაბიძე, მესამე დღეა უთვალთვალებს.

ვინმე სერგო არაბიძე, რომელიც თერჯოლიდანაა, მაგრამ აჭარის ფინანსურ პოლიციაში მუშობს, მესამე დღეა, ტიტუშკის ფორმით ბუჩქებ-ბუჩქებ დაგვსდევს. ეს ადამაინები ისეთ მონებად არიან გადაქცეულნი, როგორადაც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. შესაბამისად, არაბიძე იქნება თუ სხვა, გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ეს სისტემა ბოლო თვეებს ითვლის“, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და “ბიზნესის ახევის” ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მისივე ცნობით, “2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა”. დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე “ზეწოლა” მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა.

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...