მთავარისიახლეებიწუხელ რუსეთმა გამოიყენა 70-მდე რაკეტა და 200 დრონი; ცის დასაცავად დღეს საფრანგეთის...

წუხელ რუსეთმა გამოიყენა 70-მდე რაკეტა და 200 დრონი; ცის დასაცავად დღეს საფრანგეთის მოწოდებული F-16 და Mirage-2000 გამოვიყენეთ – ზელენსკი

Published on

ოკუპანტების მიერ, გასული ღამის განმავლობაში მიტანილ სარაკეტო იერიშებზე ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს და იმ ზომების აუცილებლობაზე წერს, რომელიც რუსეთის შესაჩერებლადაა საჭირო:

“წუხელ რუსეთის არმიამ მორიგი მასიური შეტევა განახორციელა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე. თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე რეგიონის სხვადასხვა ობიექტზე – ოდესის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ტერნოპოლის რეგიონებში. საერთო ჯამში, რუსებმა გამოიყენეს თითქმის 70 რაკეტა – ფრთოსანი და ბალისტიკური -ასევე თითქმის 200 თავდასხმის დრონი.

ეს ყველაფერი იმ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას. ახლა მიმდინარეობს სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები. სამწუხაროდ, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსებიც. ხარკოვში რუსული რაკეტა სახლთან ახლოს დაეცა. ხალხი დაშავდა.

უკრაინის ცის დასაცავად დღეს საფრანგეთის მიერ მოწოდებული თვითმფრინავები F-16 და Mirage-2000 გამოვიყენეთ. კერძოდ, მირაჟებმა წარმატებით გამოსცადეს რუსული ფრთოსანი რაკეტები. მადლობა!

პირველი ნაბიჯები რეალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა იყოს ამ ომის ერთადერთი წყაროს, ანუ რუსეთის იძულება, შეაჩეროს ზუსტად ეს თავდასხმები სიცოცხლეზე. და ეს ნამდვილად კონტროლირებადია. სიჩუმე ცაში და ასევე სიჩუმე ზღვაზე. უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზა გაიაროს. სწორედ უკრაინას სურდა მშვიდობა ამ ომის პირველივე წამიდან. ამოცანაა აიძულონ რუსეთი შეაჩეროს ომი.” წერს ზელენსკი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...