მთავარისიახლეებისაზოგადოება"იმ სამართალს რა ვუთხარი, სადაც ჩვენ მოძალადეები გვქვია და თქვენ სამართალდამცავები" -...

“იმ სამართალს რა ვუთხარი, სადაც ჩვენ მოძალადეები გვქვია და თქვენ სამართალდამცავები” – რეზო კიკნაძე სასამართლოზე

Published on

“იმ სამართალს რა ვუთხარი, სადაც ჩვენ მოძალადეები გვქვია და თქვენ სამართალდამცავები – ასე მიმართა სინდიდის პატიმარ,ა რეზო კიკნაძემ სასამართლოს სიტყვით იქამდე, სანამ მოსამართლე შვანგირაძე სხდომას ნაწილობრივ დახურავდა და ხალხს დარბაზიდან გააძევებდა.

იმ ტიფლისში ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, იმ წესრიგის დედა ვატირე, სადაც მე მოღალატე ვარ, შენ კი გმირიო და ახლა რომ გიყურებთ, ზუსტად იგივე განცდა მაქვს – იმ სამართალს რა ვუთხარი, სადაც ჩვენ მოძალადეები გვქვია და თქვენ სამართალდამცავები”, – თქვა რეზო კიკნაძემ.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11-ივე ტყვე პატიმრობაში დატოვა – თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ირაკლი შვანგირაძემ განაჩენი ადგილზე თათბირის შედეგად გამოიტანა. მისივე მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულები პატიმრობაში იმის გამო დატოვა, რომ მათ მიერვე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

იქამდე კი, სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მოსამართლე შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად 11-ივე ბრალდებულმა სხდომა დატოვა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...