მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ... ახალ ეპოქაში გადავდივართ" - მაკრონი

ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ… ახალ ეპოქაში გადავდივართ” – მაკრონი

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.

მიმართავში მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს.

“ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი. ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ… ჩვენ ახალ ეპოქაში გადავდივართ”, – თქვა პრეზიდენტმა.

მან ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდება და თქვა, რომ ეს “რეგიონის რეინდუსტრიალიზაციას” ნიშნავს. მისივე თქმით, საფრანგეთი მოკავშირეებთან “გრძელვადიანი, მყარი, გადამოწმებადი სამშვიდობო შეთანხმების” ხელმოწერის მიზნით შეხვედრებს გააგრძელებს.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, მომავალ კვირას პარიზში ევროპული არმიების მეთაურების მიწვევას აპირებს.

მისი განცხადებით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ აშშ მის გვერდით აღარ იქნება.

მიმართვის ბოლოს მაკრონმა ფრანგ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...