მთავარისიახლეებირეჟიმის ტყვე, თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 48 დღეა შიმშილობს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს-|...

რეჟიმის ტყვე, თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 48 დღეა შიმშილობს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს-| საია

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, რეჟიმის ტყვე, თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 48 დღეა შიმშილობს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქათამაძეს ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

“ამ დროს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია. როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს. თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს-შსს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "არ დაუშვან...

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ – ადგილზეა სპეცრაზმი

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - არსებული ინფორმაციით ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზეა "რუსთაველის...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს-პაატა ბურჭულაძე

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას...

“310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს” – სალომე ზურაბიშვილი

"310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5...