მთავარისიახლეებიგიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი წარუდგინა

გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი წარუდგინა

Published on

გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. დადგენილება ადვოკატმა ჩაიბარა. ქვეყნიდან წასულ ბაჩიაშვილს ამჯერად ცენტრალური კრიმინალური პოლიცია საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

არ არის გამორიცხული, სასამართლომ ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, დაუსწრებლად, დღესვე იმსჯელოს.

სულ რამდენიმე წუთია, რაც წარუდგინეს ბრალდება დაუსწრებლად საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გიორგი პირადად არ იმყოფება და მას ვერ ბარდებოდა, ჩავიბარე მე ეს დადგენილება როგორც ადვოკატმა.

საერთაშორისო ძებნამდე უნდა გამოცხადდეს შიდა ძებნა. ჩვენს შემთხვევაში, თუკი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეეფარდოს დაპატიმრება, ეს უკვე საფუძველი ხდება შიდა ძებნის გამოცხადების და ამის შემდეგ უკვე საერთაშორისო ძებნის, – ამბობს ადვოკატი ლევან მახარაშვილი [ტვ პირველი].

ცნობისთვის ბაჩიაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ ქვეყანა დატოვა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია როგორ და რა გზით. ბაჩიაშვილს წინა ორი ბრალის ფარგლებში, ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი.

შეგახსენებთ, “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს ივანიშვილი და მისი პროკურატურა ბიტკოინების მითვისებას ედავება. პირველი ბრალდება ამ საქმეზე მას 2023 წლის 5 ივლისს წარუდგინეს. სასამართლო პროცესები ამჟამად მიმდინარეობს.

მეორე ბრალდება ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე რამდენიმე დღის წინ, 25 თებერვალს წარუდგინეს. ორივე საქმეზე მას აღკვეთის სახით გირაო აქვს შეფარდებული.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...