მთავარისიახლეებითბილისში დღეს დედების მარში გაიმართება

თბილისში დღეს დედების მარში გაიმართება

Published on

პროტესტის 96-ე დღეს თბილისში დედების მარში დაიგეგმა- ქუჩაში პოლიტპატიმრების მშობლები გამოდიან.

20:00 საათზე ფილარმონიასთან იკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმმა 51 სინდისის პატიმარი ციხეში უკანონოდ გამოკეტა. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ – ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკანონო პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა.

ვიკრიბებით ფილარმონიასთან, მარში გვაქვს რუსთაველამდე, გვიერთდებიან სხვა დედებიც, გვიცხადებენ სოლიდარობას და დღეს, საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში, ვინც გვიყურებს, ყველა უნდა გრძნობდეს ამ დედების ტკივილს და ყველა უნდა გვიერთდებოდეს. ჩვენი შვილები გვინდა ჩვენ, დაგვიბრუნონ, ნუ ჰყავთ გამოკეტილი ცხრაკლიტულში, არ არიან ეს ბავშვები ის ბავშვები, ლაღ ცხოვრებას რომ მოწყვიტეს და საკანში ჩასვეს, ეგ ბავშვები უნდა იყვნენ გარეთ და უნდა სწავლობდნენ“, – ამბობს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა.

ქვეყნის პატრიოტები გაანთავისუფლონ და დაუბრუნონ აუდიტორიას. მოვთხოვთ, მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ შვილები. დედების ხმა გაიგონონ, არ შეიძლება ამდენხანს დაყრუვდნენ, დაბრმავდნენ. მივმართავ თვითონ მათ დედებს- კობახიძის, კალაძის, ასევე მათ ცოლებს, ხომ ჰყავთ მათ შვილები, იმ გადმოსახედიდან გადმოიხედონ ჩვენს მდგომარეობაზე, თუ რა დღეში ჩაგვაგდეს. ჩვენ შვილებს არაფერი დაუშავებიათ, გარდა ქვეყნის სიყვარულისა“, – რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...