მთავარისიახლეებისაქართველოს დემოკრატიის ინდექსი მკვეთრად გაუარესდა

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი მკვეთრად გაუარესდა

Published on

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველო 4,7 ქულით 94-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

საქართველო, ისევე როგორც გასულ წელს, ქვეყნების საერთო რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებს.

დემოკრატიის ინდექსის შემადგენელ კომპონენტებში საქართველოს შედეგი ასე ნაწილდება:

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი — 5.67
მთავრობის ფუნქციონირება — 3.21
პოლიტიკური თანამონაწილეობა — 5.56
პოლიტიკური კულტურა — 3.75
სამოქალაქო თავისუფლება — 5.29
საქართველო, კატართან, ქუვეითთან, ტუნისთან და ბანგლადეშთან ერთად, იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომელსაც ყველაზე დიდი უკუსვლა აქვს.

დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მე-20 ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება. რეიტინგში საქართველოს უსწრებს მეზობელი სომხეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვა და უკრაინა.

რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში 2024 წელს, თუმცა ირიბად და არა პირდაპირი ინტერვენციის გზით. 2024 წელს საქართველოს აქვს ყველაზე მკვეთრი გაუარესება რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით: მისი ინდექსის ქულა 2023 წლის 5,20-დან 4,70-მდე დაეცა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტის მიღებას დიდი პროტესტი მოჰყვა. ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები გახდა შეჯიბრი რუსეთის და ევროკავშირის მიმართულებებს შორის. თავად კენჭისყრა ხასიათდებოდა დარღვევებით, მათ შორის ჟურნალისტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და ხმების მოსყიდვისა და ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებებით. ოპოზიციამ გამოთქვა შეშფოთება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გავლენის შესახებ იმ ორგანოებზე, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო ზედამხედველობა. არჩევნებში მოქმედმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და წელი ქუჩაში დიდი საპროტესტო აქციებით დასრულდა“, — ნათქვამია ანგარიშში.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....