მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოქალაქე როსტომ ზარანდია საკუთარი პროცესიდან გააძევეს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოქალაქე როსტომ ზარანდია საკუთარი პროცესიდან გააძევეს

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოქალაქე როსტომ ზარანდია საკუთარი პროცესიდან გააძევეს და “სასამართლოს უპატივცემულობისთვის” დამატებით 300 ლარით დააჯარიმეს. პროცესი შეძახილების გამო დამსწრე მოქალაქეებსაც დაატოვებინეს.

როსტომ ზარანდიას ოლიგარქის სასამართლო რეჟიმის პროკურატურის შენობის ფასადზე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სტენსილის გაკეთების გამო [150-ე მუხლის მესამე ნაწილით] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

პროცესზე დამსწრეები სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “უსამართლო სასამართლო”, “ყველგან პოლიცია არსად სამართალი”, რის გამოც მოსამართლე, ფატი ფურცხვანიძემ მათ სასამართლოს შენობა დაატოვებინა.

მოქალაქეები ოლიგარქის სასამართლოს შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...