მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის 6 მარტის სამიტზე მიიწვიეს

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის 6 მარტის სამიტზე მიიწვიეს

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვია.

სამიტი 6 მარტს გაიმართება და მასზე ევროპის თავდაცვისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ.

ანტონიო კოსტა წერს, რომ სამიტი ფოკუსირებული იქნება უახლოეს მომავალში პირველი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რათა ევროპა გახდეს „უფრო სუვერენული, უფრო უნარიანი და უკეთ მომზადებული თავისი უსაფრთხოების ამჟამინდელი და მომავალი გამოწვევების წინაშე“.

რაც შეეხება უკრაინას, წერილში აღნიშნულია, რომ აის „ახალი იმპულსი“, რომელიც უნდა მოჰყვეს ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა იმაზე, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას და რა პრინციპებს უნდა მივყვეთ მომავალში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უსაფრთხოების გარანტიებში შესაძლო ევროპული წვლილისთვის, რაც აუცილებელი იქნება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ევროპული საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ბრიუსელში მოვიწვიე, რათა ერთად განვიხილოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“, – წერს ანტონიო კოსტა

სიახლეები

არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს-შსს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "არ დაუშვან...

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ – ადგილზეა სპეცრაზმი

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - არსებული ინფორმაციით ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზეა "რუსთაველის...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს-პაატა ბურჭულაძე

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას...

“310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს” – სალომე ზურაბიშვილი

"310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5...