მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას წყვეტს

გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას წყვეტს

Published on

გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას “ქართული ოცნების” მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო აჩერებს – ამის შესახებ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრის, ჩემ ოზდემირის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს განათლების ე.წ. მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს გაუგზავნა. წერილი RND-მ მოიპოვა.

წერილის თანახმად, მინისტრს ასევე სურს მსგავსი მიდგომა ურჩიოს გერმანიის კვლევითი ორგანიზაციების ალიანსს და მის კოლეგებს ევროკავშირში.

“უკვე 2 თვეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის თავისი ევროპული მომავლისთვის. მომიტინგეებს შორის ბევრი მეცნიერია, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ მეცნიერებასა და ევროპულ ინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ეს არის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის ფუძე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მეთაურის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ, გადავწყვიტე შევაჩერო დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან”, – წერს გერმანიის განათლების მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...