მთავარისიახლეებისაზოგადოებაამერიკელი კონგრესმენები დონალდ ტრამპს წერილით მიმართავენ

ამერიკელი კონგრესმენები დონალდ ტრამპს წერილით მიმართავენ

Published on

ამერიკელი კონგრესმენები დონალდ ტრამპს წერილით მიმართავენ – კანონმდებლები ამერიკის პრეზიდენტს შეახსენებენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების საუკეთესო გზა უკრაინის შეიარაღებით დახმარება.

40-მდე ამერიკელი კანონმდებელი ტრამპს წერს, რომ მისი პოლიტიკა რუსეთისთვის, მისი მარიონეტებისა და დიქტატორებისთვის კომფორტის შექმნისკენ არ უნდა იყოს მიმართული.

როდესაც შეერთებული შტატები დგას ბელარუსთან – რუსეთის მარიონეტ სახელმწიფოსთან და ჩრდილოეთ კორეასთან – ჩაფლავებულ, თაღლით, ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ქვეყანასთან ერთად და ეწინააღმდეგება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ირლანდია და ავსტრალია, ეს სახიფათო სიგნალს გზავნის. მსოფლიოს დიქტატორების გვერდით დგომა და მათი დემოკრატიების წინააღმდეგ ყოფნა აძლიერებს იმ დიქტატორებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ხალხის დაჩაგვრას, ესხმიან თავს სხვებს და სამყაროს უფრო ღარიბ და ძალადობრივ ადგილად აქცევს.

დემოკრატიის წინააღმდეგ დგომა, მათ შორის, ჩვენი გრძელვადიან და უახლოესი მოკავშირეების, აქვეითებს ჩვენივე დემოკრატიულ სისტემას, რამაც ჩვენ გვაქცია უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ქვეყნად ისტორიაში. უკრაინაში ომის დასრულების საუკეთესო გზა შეიარაღებით უკრაინის მხარდაჭერაა და არა დახმარების გაწევა და კომფორტის შექმნა რუსეთისთვის, მისი მარიონეტებისა და კონტროლირებული სახელმწიფოებისთვის და დიქტატორებისთვის მსოფლიოს გარშემო.” – ნათქვამია წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...