მთავარისიახლეებისაზოგადოებასტიქიის ზონაში მოსახლეობას საკვები პროდუქტები უთავდებათ

სტიქიის ზონაში მოსახლეობას საკვები პროდუქტები უთავდებათ

Published on

სტიქიის ზონაში მოსახლეობას საკვები პროდუქტები უთავდებათ. ხალხი დახმარებას ითხოვს. ადგილობრივის თქმით, თოვლის სიფარი ისეთ სიმაღლეს აღწევს, რომ სოფელში გადაადგილება და მაღაზიამდე მისვლა შეუძლებელია. სოფელ ჩოჩხათის მცხოვრები ადგილობრივ მთავრობას გზების გაწმენდას სთხოვს.

რაიონის დეპუტატი გვყავს და ტრაქტორით ჩამოიარა და ორ-ორი პური, ვინც შეხვდა გზაზე, მისცა, მაგრამ არ იყო ქუჩაში ხალხი, ვერ გამოდიან. ხალხი მშიერია. არ გვინდა მათი საჭმელი, გზა გაგვიწმინდონ, რომ ჩვენით ვჭამოთ საჭმელი. არავინ მოდის, მეზობლებთან ვართ შესახლებული. ინვალიდი კაცი ვარ, სახლში საჭმელი კი მომენახება, მაგრამ რომ გამოვიტანო და მეზობელთან მივიტანო, ამის საშუალებაც არ მაქვს. პური გვინდა, არ გვინდა სხვა არაფერი. ეს სახლი, სადაც ვიმყოფები ახლა, დანგრეულია. 10 სახლია ამ სოფელში დანგრეული. სამი გამგებელი გვყავს ჩოჩხათში და არიან როგორც პუტინი, – ამბობს ადგილობრივი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...