მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები "ყველა ყველაზე" ფორმატში - ზელენსკი

უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები “ყველა ყველაზე” ფორმატში – ზელენსკი

Published on

კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი ტყვეების ფართომასშტაბიანი გათავისუფლება შეიძლება იყოს ომის დასრულების ერთ-ერთი წინაპირობა

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები რუსეთთან „ყველა ყველაზე“ ფორმატში.

„ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური მდგომარეობა. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული და ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველაზე და ეს არის სამართლიანი ვარიანტი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პუტინის ომის დაწყების 3 წლისთავზე კიევში სამიტი იმართება, რომელსაც ევროპულ ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. ასევე, უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა კანადის პრემიერიც.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...