მთავარისიახლეებისაზოგადოება"რუსეთის შემოჭრის 3 წლისთავზე ევროპა კიევშია" - ლაიენი

“რუსეთის შემოჭრის 3 წლისთავზე ევროპა კიევშია” – ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურზე მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ.

“რუსეთის სასტიკი შემოჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა.
გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე.
ეს არის ევროპის ბედი” წერს X-ზე ლაიენი.

კიევში დღეს სამიტი გაიმართება, რომელსაც ევროპული ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. უკრაინის დედაქალაქში 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან.

პუტინის ომის დაწყებიდან, დღეს 3 წელი შესრულდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...